მოქალაქეთა მიერ ინიცირებულ და გამარჯვებულ პროექტებზე 100 000 ლარი გაიხარჯება
პროექტის ფარგლებში - “დაგეგმე შენი ბიუჯეტი“, ორი გამარჯვებული ინიციატივა დაფინანსდება.
დაბა სტეფანწმინდაში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/ვაქცინაცია, სოფელ გორისციხეში კი სტადიონის მოწყობა იგეგმება.
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტი, “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მისი მხარდამჭერია GIZ (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit), დამკვეთი კი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ).
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან, მოქალაქეთა მიერ ინიცირებულ და გამარჯვებულ პროექტებზე 100 000 ლარი გაიხარჯება.