გუდაურში ზამთრის საზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, გუდაურში, კურორტზე, ზამთრის საზონისათვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, შეხვედრას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების საგენტოს“ (MTA), მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გუდაურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ყველა იმ ოპერირებად უწყებასთან და კერძო სექტორთან, რომლებიც კურორტზე აქტიურად პოზიციონირებენ.
შეხვედრაზე განხილული იყო სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და კოორდინირებული მუშაობის სტილი, რომელიც სამთო სათხილამურო კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთი მერი, მთის ტრასების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი დაესწრო.