USAID “ძლიერი სოფლის პროგრამის” რეგიონალურ კოორდინატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
USAID “ძლიერი სოფლის პროგრამის” ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის რეგიონალურ კოორდინატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საუბარი შეეხო “ძლიერი სოფლის პროგრამის მნიშვნელობას”, რომელიც ხელს შეუწყობს მიკრო/მცირე საწარმოებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უნარების გაძლიერებას.
პროგრამის კოორდინატორებმა, პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს, რეგიონალურ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ბიზნეს სექტორთან, საზოგადოებრივ ინსტიტუტებსა და მეწარმეებთან შუამავლობა სთხოვეს.
თავის მხრივ, ბაკურ ავსაჯანიშვილმა “ძლიერი სოფლის პროგრამის” მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებზე ისაუბრა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, სხვადასხვა პროექტების სახით, ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ახორციელებს.
შეხვედრის ბოლოს, სამომავლო შეხვედრები ჩაინიშნა მერის სპეციალურ წარმომადგენლებთან ექვსივე ადმინისტრაციულ ერთეულში. პროგრამის განხორციელების საქმეში, მხარეები, სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.