თამაზ ალიბეგაშვილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა, ყოველკვირეულ სამუშაო შეხვედრაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე სამუშაოები, მათი შესრულების გეგმა-გრაფიკი და ხარვეზების აღმოფხვრის პრევენციული ღონისძიებები განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ, მერის პირველმა მოადგილემ, დასრულებული და მიმდინარე პროექტები ადგილზე მოინახულა.

გერგეტის უბანში სამი ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ხევისბერის, დავით გურამშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩებზე შიდა საუბნო გზები მოასფალტდა, სანიაღვრე სისტემა და გზის დამჭერი ბეტონის კედლები მოეწყო. ასვე, სამუშაოები დასრულდა ილია II-ისა და დავით აღმაშენებლის ქუჩებზე.

შიდა საუბნო გზებზე სამუშაოები ბოლო ეტაპზეა სოფლებში - არშა და გარბანი.

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გალაკტიონ ტაბიძის, ოთარ ღუდუშაურისა და სტეფანე ალიბეგაშვილის ქუჩების, სოფელ აჩხოტის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა.

თამაზ ალიბეგაშვილმა, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს, ვადების დაცვისა და სამუშაოების დროულად დასრულებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.