გერგეტის უბანში ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა
მიმდინარე წელს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტები სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლებიც როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მათ შორისაა - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონები", „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" და სხვა.
მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, წელს, გერგეტის უბანში, სამი ქუჩა სრულად რეაბილიტირდა. მოასფალტდა შიდა საუბნო გზები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და გზის დამჭერი ბეტონის კედლები.
გარდა ამისა, #1 საჯარო სკოლის გარე პერიმეტრი/ეზო შეიღობა, მოეწყო გათბობის სისტემა.
სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის მასშტაბით კვლავ გრძელდება და მოსახლეობისათვის არსებული პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.