USAID ახალი პროექტის პრეზენტაცია გორში - "ძლიერი სოფლის პროგრამა"
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, პირველ მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილთან ერთად, USAID-ის ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო
„ძლიერი სოფლის პროგრამა“, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის, ოთხმოცდაათზე მეტ თემში, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
პროექტის ბიუჯეტი 24 მილიონი აშშ დოლარია.
ახალი პროექტი, სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების საქმეში.
პროგრამის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.