სპორტის განვითარების ცენტრი ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირს მასპინძლობს
ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირს მასპინძლობს.
ღონისძიება ქორეოგრაფიული ნომრებით გაიხნა, რომლებიც ყაზბეგის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს.
ტურნირის გახსნას ესწრებოდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასა და სპორტის განვითარების ცენტრს, საერთაშორისო მნიშვნელობის ტურნირის ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და მონაწილეებს წარმატება უსურვა. აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობის თვალსაზრისით მოზარდებში.
ტურნირში, 200-ზე მეტი უმცროსი ასაკის მოჭიდავე იღებს მონაწილეობას, მთელი საქართველოდან.
„მივესალმები ჩვენ საპატიო სტუმრებს, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას და ტურნირის ყველა მონაწილეს. წამყვანმა აღნიშნა ტარიელ ალიბეგაშვილის მნიშვნელობა ქართული სპორტის ისტორიაში. მისი სახელობის ტურნირის ორგანიზება და მასში მონაწილეობა დიდი პატივია ჩვენთვის. იმედი მაქვს, ეს საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება წარმატებით დასრულდება და მომავალში კიდევ უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. ჩვენ კი, ვეცდებით, ქართული სპორტის ოქროს წესებთან ერთად, პირველ რიგში ზნეობრივი, ადამიანური, მეგობრული კანონები დავიცვათ და ღირსეულად გიმასპინძლოთ თითოეულ თქვენგანს.“ - განაცხადა სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორმა გიორგი ჩქარეულმა