ყანობის საბავშვო ბაღში, შემოდგომის ფესტივალი „მოხეური შემოდგომა“ გაიმართა
სოფელ ყანობის საბავშვო ბაღში, შემოდგომის ფესტივალი „მოხეური შემოდგომა“ გაიმართა.
ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად დაესწრო.
საზეიმო პროგრამა თეატრალური ნომრებისა და თამაშის ელემენტებისგან შედგებოდა. პატარებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები - დასავლური ნადი, აღმოსავლური თათარობა და თბილისური ჰამქარი გააცოცხლეს.
„შემოდგომასავით ფერადი და ნათელია ემოციები, რომლებიც ამ გასაოცარი ბავშვებისგან მოდის. სამშობლოს სიყვარული და მის მომავალზე ზრუნვის აუცილებლობა, წინაპრების, ტრადიციებისა და ერთმანეთის პატივისცემა, განათლება უნდა იყოს თქვენი მომავალი ცხოვრების წესი და მიზანი. ჩანს უდიდესი შრომა პედაგოგებისა, რომელიც ყანობის ბაღს გამოარჩევს. ისტორიულად, ყანობელ ბავშვებს, განსაკუთრებული მიღწევები აქვთ სპორტში, დიდი იმედი მაქვს, ბაღის ასაკიდან დაწყებული ჯანსაღი ცხოვრების წესის სიყვარული, მათი მომავალი დიდი სპორტული კარიერის საწინდარი იქნება.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.