"განახლებული რეგიონების" ფარგლებში, წლის ბოლომდე ცხრა ინფრასტრუქტურული ობიექტი დასრულდება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის - "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, დაბა სტეფანწმინდაში, შესაბამისი სამუშაოები გრძელდება და წლის ბოლომდე ცხრა ინფრასტრუქტურული ობიექტი დასრულდება.
პროგრამის ფარგლებში მოეწყობა სამი სკვერი, განახლდება საკრებულოს ძველი შენობა და ოთხი სახლის ფასადი. უკვე რეაბილიტირდა მეორე მაოფლიო ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი.