დაცული ტერიტორიების საზღვრების დადგენის პროექტის ფარგლებში, პირველადი საველე სამუშაოები დასრულდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაცული ტერიტორიების საზღვრების დადგენის პროექტის ფარგლებში, პირველადი საველე სამუშაოები დასრულდა
მერიაში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და „იდეა დიზაინ ჯგუფის“ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, ყაზბეგის ეროვნული პარკის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის სპეციალური წარმომადგენლები.
მხარეებმა საზღვრების სამუშაო ვარიანტები წარმოადგინეს. დეტალურად განიხილეს შენიშვნები, საზღვრების კონტურები და მიმდებარე ტერიტორია, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და არგუმენტები. შეთანხმდნენ შესაბამის კორექტირებებზე.
გაუგებრობის თავიდან აცილებისა და სიტუაციის უკეთესად შესწავლის მიზნით, 18 ოქტომბერს, შეხვედრები დაიგეგმამოსახლეობასთან.
12:00 - სასტუმრო „რუმსის“ მიმდებარე ტერიტორია;
15:00 - სოფელი ცდო;
17:00 - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია.
ადგილობრივი ხელისუფლება, მოსახლეობისა და სასულიერო პირებისგან მოსაზრებებს მოისმენს, ელიას მთის კლდოვან ფერდობზე საბაგირო გზის მშენებლობის პროექტის; ელიას ტყის მიმდებარე ტერიტორიის პარკის საზღვრებში ჩარიცხვის; საბერწეს საბანაკე პარკში შემავალი ტერიტორიის დატოვება-ამორიცხვის; მეტეოს მიმდებარე ტერიტორიის პარკის საზღვარში შესვლის საკითხებთან დაკავშირებით.