21-23 ოქტომბერი - ჭაბუკთა შორის ღია ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

21-23 ოქტომბერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, თავისუფალ ჭიდაობაში, ჭაბუკთა შორის ღია ტურნირს მასპინძლობს.

ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობასა და სპორტსმენთა შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ 2008/09/10 წლებში დაბადებული ჭაბუკები - 38,41,48,52,57,62,68,75,85 წონით კატეგორიებში. 
ასევე, 2011/12 წლებში დაბადებული მოჭიდავეები - 23,26,29,32,35,38,41  წონით კატეგორიებში.