შედეგებისათვის რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას სოციალური მიმართულებით აქვს, ტარიელ ხულელიძეს მადლობა გადაუხადეს
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ზრუნვის სააგენტოს რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელ ლალი უნდილაშვილთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გამართა.
გოჩა ქავთარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ა(ა)იპების წარმომადგენლებს, დეტალურად გააცნო სოციალური რეაბილიტაციის, ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შინაარსი.
საუბარი შეეხო შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის პრიორიტეტულ სფეროებს; ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებას, მათ უზრუნველყოფას სმენის აპარატებით, სათვალით, ხელჯოხებითა და ყავარჯნებით; ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, დღის ცენტრებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების ქვეპროგრამებს.
სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მოსახლეობის სწორი ინფორმირება არსებუოლი სახელმწიფო პროგრამების შესახებ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამისთვის კი, მხარეებს შორის, აქტიური და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.
გოჩა ქავთარაძემ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძეს, მჭიდრო თანამშრომლობისა და შედეგებისათვის რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას სოციალური მიმართულებით აქვს, მადლობა გადაუხადა.