ბაკურ ავსაჯანიშვილი - მთელი საქართველო შეძრული და თანაზიარია ტრაგედიისა, რომელმაც მოზარდი იმსხვერპლა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს.
"მთელი საქართველო შეძრული და თანაზიარია იმ შემზარავი ტრაგედიისა, რომელმაც 13 წლის გოგონა იმსხვერპლა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და თანავუგრძნობ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს." - ბაკურ ავსაჯანიშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 14 ოქტომბერს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის დიმიტრი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით კი, "მცხეთობა-სვეტიცხოვლობის" დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სახის კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაუქმებულია.