სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამებზე 402 976 ლარი გაიხარჯა
2022 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამით, 674-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
გაიხარჯა 402 976 ლარი.
სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამით სარგებლობენ - სოციალური შემწეობის მიმღები, დიალეზზე დამოკიდებული, ცელიაკიით დაავადებული, სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურებების საჭიროების მქონე პირები.
ასევე, მრავალშვილიანი და ახალშობილთა ოჯახები, ხანდაზმულები, შეზრუდული შესაძლებლობების მქონე/უდედმამო პირები, ოქროს მედალოსნები.