ბაკურ ავსაჯანიშვილი - დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებულად ეკუთვნით ახალგაზრდებს

გილოცავთ მოხევეებისათვის ყველაზე ძვირფას საერო დღესასწაულს ყაზბეგობას, რომელიც გვინახავს და აცოცხლებს ტრადიციებს. 

განსაკუთრებულად მახარებს ახალგაზრედების სიმრავლე.  

რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ საგანმანათლებლო პროექტები, რა თქმა უნდა გათვლილია თითოეული ჩვენგანის საჭიროებებზე, საერთო გამოწვევაზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, მთაში, ახალგაზრდების შენარჩუნება და მათი პერსპექტივებია, ამიტომ დღევანდელი დღესასწაული, განსაკუთრებულად ეკუთვნით მათ.  

ალექსანდრე ყაზბეგს ლექსში „მე მთიელი ვარ“, 
ასე აქვს ნათვამი - “ვინც მიყვარს, მიყვარს ნამდვილად, მისკენ მაქვს ფიქრი, გონება”! 
დღევანდელი ზეიმი, დიდი სიყვარულით და იმ ადამიანებზე ფიქრით გაკეთდა, ვინც გვიყვარს და გვიყვარს ნამდვილად, ეს ადამიანები ხართ თქვენ!

მადლობა განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა “ყაზბეგობის” ორგანიზებაში. 

ბაკურ ავსაჯანიშვილი