სახალხო დღესასწაულის “ყაზბეგობა 2022” ფოლკლორული ნაწილი დასრულდა
სახალხო დღესასწაულის “ყაზბეგობა 2022” ფოლკლორული ნაწილი დასრულდა.
დაჯილდოვდა ხუთი საპატიო მოხევე: დამსახურებული ექიმი - ნათელა სუჯაშვილი, მწყემსი - გენადი ღუდუშაური, ეთნომუსიკოლოგი - ნანა ვალიშვილი, მრავალშვილიანი დედა - ნადია ქუქიშვილი და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი - ლუბა თამაზხანოვი.
მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და ხევს პოეზიით მოეფერნენ ტარიელ ხარხელაური, გია ჯაფარიძე, მანანა თექთურმანიძე.
მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის კულტურის ცენტრების ანსამბლებმა, ადგილობრივებთან ერთად, მთის სატრფიალო სიმღერები შეასრულეს.
გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების ეროვნული ფედერაციის, ხრიდოლის შოუ.
დაჯილდოვდნენ დოღის მონაწილეები.
19:00 ყველას გელოდებით გალა კონცერტზე.