ყაზბეგობა 2022 დაიწყო
“ყაზბეგობა 2022“ გაიხსნა ნომრით, რომელიც ყაზბეგის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა წარმოადგინეს.
მიმდინარეობს კონცერტი სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ.
სახალხო ზეიმის მონაწილეები დალოცა და აკურთხა, ხევისა და სტეფანწმინდის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა.