ჯავრიშვილის კლინიკამ „ოფთალმიჯი“, უფასო კონსულტაციის დღე გამართა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ჯავრიშვილის კლინიკამ „ოფთალმიჯი“, უფასო კონსულტაციის დღე გამართა.
პროფესიონალი ექიმისა და ფართო სპექტრის სადიაგნოსტიკო მომსახურების შედეგად, თითოეული პაციენტისათვის, მასზე მორგებული ოპტიმალური მკურნალობა განისაზღვრა.
„ოფთალმიჯი“, მობილური კლინიკით, კვლავ გეგმავს იმ ადამიანების სამედიცინო მომსახურებას, რომლებსაც კატარაქტას, გლაუკომასა და თვალის ტრავმების გამო, ქირურგიული ჩარევის საჭიროება დაუდგინდათ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სახელით, მადლობას უხდის ჯავრიშვილის კლინიკას „ოფთალმიჯი“.