ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია ყაზბეგში - 28 სექტემბერი


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თვალის მიკროქირურგიის კლინიკა „ოფთალმიჯი“, 28 სექტემბერს, ყაზბეგში, განათლებისა და კულტურის ცენტრში, ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციას გამართავს. კონსულტაციას მიიღებს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, რომელსაც თვალის პრობლემები აწუხებს. მიღება 11:00 – 13:00.

ვიზიტორებმა უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირბადე.