ბაკურ ავსაჯანიშვილი - მიყევით მასწავლებლების დარიგებას, მათ აქვთ ძალა და იარაღი, რომელიც ყველაზე დიდ ბოროტებას - გაუნათლებლობას ამარცხებს
ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით კი, პირველ კლასელებს.
ჩვენო პატარებო, დღეს, თავგადასავლებით სავსე სამყაროში იწყებთ მოგზაურობას - ყველაფერი ახალი და უცხო იქნება თქვენთვის. მეგზურობას ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე - მზრუნველი და სამართლიანი მასწავლებლები გაგიწევენ.
სკოლა, ოჯახის შემდეგ, ყველაზე მშობლიური გარემოა. აქ ისწავლით ღმერთის, სამშობლოს, ადამიანების სიყვარულს; საკუთარი თავის რწმენას, გამარჯვებას, მოთმინებას, ნებისყოფას, მოსმენას, შეიძენთ მეგობრებს.
თქვენ მშობლებს, აღმზრდელებსა და მასწავლებლებს, მხოლოდ კარგი სწავლით შეგიძლიათ დაუფასოთ თქვენზე ზრუნვის ამაგი.
მიყევით მასწავლებლების დარიგებას, მათ აქვთ ძალა და იარაღი, რომელიც ყველაზე დიდ ბოროტებას - გაუნათლებლობას ამარცხებს