ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, საძოვრებისა და მესაქონლეობის ინტეგრირებული განვითარების მიმდინარე და ალტერნატიულ შესაძლებლობებზე იმსჯელეს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, საძოვრებისა და მესაქონლეობის ინტეგრირებული განვითარების მიმდინარე და ალტერნატიულ შესაძლებლობებზე იმსჯელეს
„კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ (REC) წარმომადგენლებსა და მერიის თანამშრომლებს შორის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო მენტალურ რუკებს, საძოვრებისა და სათიბების საზღვრების დადგენა/ინვენტარიზაციას, მიწის პროდუქტიულობის განსაზღვრას, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას - მიწის დეგრადაციის შეჩერების მიზნით.
სივრცითი დაგეგმარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ჯემალ სუჯაშვილმა, ცენტრის წარმომადგენლებს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გენერალური გეგმის საფუძველზე, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა - საძოვრების, ნაკრძალების, სათიბებისა და სოფლებს შორის არსებული და სავარაუდო საზღვრების შესახებ.
„კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ (REC), საძოვრების მდგრადი მართვის პრაქტიკის გასაძლიერებლად, მომავალშიც გააგრძელებს კოორდნირებულ მუშაობას, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ექვსივე ადმინისტრაციულ ერთეულში.