კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში - მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ყაზბეგში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივებს, დეტალურად გააცნეს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.
საუბარი შეეხო სოფლებისა და დაბების დამისამართების რეფორმას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს აზომავს და დაარეგისტირებს.
მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების განრიგს გაეცანით ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule