5 სექტებერს ყაზბეგის დაცული ტერიტორიების საზღვრის დადგენის საველე სამუშაოები დაიწყება
დაცული ტერიტორიების საზღვრის დადგენის პროექტზე სამუშაოები დაიწყო.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი, „იდეა დიზაინ ჯგუფის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. კომპანია, დაცული ტერიტორიების საზღვრების დადგენის სამუშაოებს განახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ყაზბეგის ეროვნული პარკის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის სპეციალური წარმომადგენლები.
ყაზბეგის დაცული ტერიტორიების საზღვრის დადგენის პროექტი - ყაზბეგის ეროვნულ პარკს, სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლს, აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლს, ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლს, ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლსა და თრუსოს ტრავერტინის ბუნების ძეგლს მოიცავს.
სამუშაო ჯგუფმა, ყაზბეგის დაცული ტერიტორიების საორიენტაციო საზღვრების მიმდებარე ტერიტორიები და საველე სამუშაოების საორიენტაციო თანმიმდევრობა განიხილა. განისაზღვრა საკომუნიკაციოდ უფლებამოსილი პასუხისმგებელი პირები, კონკრეტულ უბნებზე.
ყაზბეგის დაცული ტერიტორიების საზღვრის დადგენის საველე სამუშაოები 5 სექტებერს დაიწყება.