ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობით, მათი ძირითადი საქმიანობითა და პრობლემებით დაინტერესდნენ.
მერმა დამკვირვებლებს ყაზბეგში სამედიცინო და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ასევე, საუბარი შეეხო მიწის რეგისტრაციას, გაზიფიცირებასა და ელექტრო ენერგიის დისტრიბუციას - სოფლად, თანამედროვე ყაზბეგის გამოწვევებს - ურბანულ განვითარებას, ტურიზმს, სამხედრო გზასა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და მომავალ საქმიანობებში ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.