სახალხო დღესასწაულის "ყაზბეგობა 2022" სამზადისი დაიწყო
სახალხო დღესასწაულის - „ყაზბეგობა 2022“ სამზადისი დაიწყო.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, საკონსულტაციო ჯგუფს შეხვდა.
მერიის კულუტურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, შესყიდვებისა და საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელებს, ღონისძიების SWOT ანალიზი, ა(ა)იპ განთლებისა და კულტურის, სპორტის განვითარების ცენტრებს კი - რეგიონის მასშტაბით, გასული წლების გამოცდილების გაზიარება და კულტურული დიპლომატიის მიმართულებით, აქტივობების დროული ორგანიზება დაევალათ.
„ორ წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად ვმართავთ სახალხო დღესასწაულს „ყაზბეგობა 2022“. პანდემიამ, კიდევ უფრო მეტად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული სფეროს რესურსები და სახლოვნებო გარემო. ყველას გთხოვთ, მაქსიმალურად გულისხმიერებით მოეკიდოთ ღონისძიების საორგანიზაციო ნაწილს. დროულად მოვახდინოთ ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეების გამიჯვნა, შევისწავლოთ საქმიანი გარემო და შესაძლებლობები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე გვაქვს. რეგიონის სახელოვნებო ტრადიციების წარმოსაჩენად სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სახალხო მთქმელები, პოეტები, რეწვის ოსტატები მოვიწვიოთ, აგრო ტურიზმის საპრეზენტაციოდ კი - ადგილობრივი ფერმერები. ჩატარდეს ყველა სპორტული ღონისძიება, რომელიც ყაზბეგის სპორტის ცენტრის საქმიანობის ერთგვარი პრეზენტაცია იქნება. ჰკითხეთ აზრი მოსახლეობას, ვისი მოსმენა სურთ გალა კონცერტზე. შეადგინეთ საპატიო სტუმრებისა და სახელოვანი მოხევეების სია. რეგიონის კულტურის სფეროში საპატიო ნიშა უნდა დავიკავოთ, შევინარჩუნოთ მოწინავე პოზიცია, განსაკუთრებული მასპინძლის სტატუსით.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა