ბაკურ ავსაჯანიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წამომადგენლებს ადგილობრივი მოსახლეობის აზრი გაუზიარა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი ხელისუფლების, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა (KFW) და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წამომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წამომადგენლებს, ურბანულ და ნახევრად ურბანულ ტერიტორიებზე, წყლის სისტემებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობის აზრი გაუზიარა.
სამუშაო შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხი მიმდინარე პროექტის განხორციელებისა და დაგეგმარების მიზნებს ეხებოდა, რომელსაც წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესების კუთხით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საუბარი შეეხო მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასა და განაშენიანების ინტენსივობას ყაზბეგში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელდება ყველა ღონისძიება, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში წყლის სექტორის ეფექტურ განვითარებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შესაბამისი სამუშაოები, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოწყობასა და ფუნდამენტურ რეაბილიტაციას გულისხმობს.