შსს-ს სასაზღვრო პოლიციიის სამმართველოსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციიის სამმართველოსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე/თან, საინფორმაციო, გამაფრთხილებელი და ამკრძალავი ნიშნების განთავსება დაიწყო.
სასაზღვრო ზოლში ან ზონაში გადაადგილების მსურველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, სპეციალური, „საშვის მაძიებლის განაცხადის“ ფორმის შევსების საფუძველზე გაცემული ნებართვა დასჭირდება, რომელსაც შსს-ს სასაზღვრო პოლიცის ცენტრალური ოფისი, სასაზღვრო სექტორები (თრუსო, ჯუთა, დარიალი) და სასაზღვრო პოლიციის ყაზბეგის სამმართველო გასცემს.
სპეციალური ,,საშვის მაძიებლის" განაცხადის ფორმა განთავსებულია სასაზღვრო პოლიციის ვებ - გვერდზე: bpg.gov.ge.
სასაზღვრო რეჟიმის წესის დაღვევისათვის, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, პირველი სექტემბრიდან, საჯარიმო სანქციები ამოქმედდება.
სასაზღვრო პოლიციიის რეკომენდაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის სპეციალურ წარმომადგენლებს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მექანიზმებზე, საინფორმაციო კამპანიის წარმოება დაავალა.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ მუდმივად კოორდინირებული, ორმხრივი თანამშრომლობისათვის. დიდია თქვენი როლი სასაზღვრო ზონებში კანონით დადგენილი წესების შესრულების, სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებში. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მოქალაქეები, დროულად იყვნენ ინფორმირებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომლებიც სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისათვის, ჯარიმას ითვალისწინებს. .“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა