საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გამართა
საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, პროექტის ფარგლებში - „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, შეხვედრა გამართა.
პროექტის დონორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტია და მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას.
თემაზე „შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და მიმდინარე პროცესები“, კითხვა-პასუხის რეჟიმში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ხათუნა კვესელავამ ისაუბრა.
შეხვედრას, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.