ბაკურ ავსაჯანიშვილი - სიყვარულის დღესასწაულს, პირველ რიგში პატრიარქს მივულოცავ

გილოცავთ გერგეთობას, ღვთაებრივი სიყვარულის დღესასწაულს!

გერგეტის სამების ეკლესია, ულამაზეს ბუნებაში ჩაფლული სულიერების სავანე - „მცხეთის სამკაულის სახიზარი“ - ქრისტიანულ ძეგლებს შორის, თავად არის სამკაული.

გერგეტობის დღესასწაულს, მოყოლებული 2002 წლიდან, განსაკუთრებული სიხარულით ვზეიმობთ. 16 ივლისი, ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა, ღვთაებრივი, მარადიული სიყვარულის დღედ დაადგინა.

ოცი წელია, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მომლოცველთა სიმრავლე არ წყდება ხევში. მორწმუნე მრევლი, მოხევეებთან ერთად ზეიმობს სიყვარულის დღესასწაულს. ყოვლადწმინდა სამებას, ყაზბეგიდან მოყოლებული, დღეს კიდევ ერთხელ შევთხოვთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას.

სიყვარულის დღესასწაულს, პირველ რიგში, განსაკუთრებული სიყვარულით მივულოცავ პატრიარქს, რომელმაც გვასწავლა, რომ სიყვარული მეტია ვიდრე სიტყვა და რომ პატივი უსიყვარულოდ არის ქედმაღლობა.

სიყვარული იზრდება რწმენით, ამიტომ მტკიცე რწმენას, სიყვარულსა და ერთიანობას გისურვებთ!

ჩვენებურად გილოცავთ და გლოცავთ - დაგლოცოთ წმინდა სამებამ, პატრონმა ხმელეთისამა!

ბაკურ ავსაჯანიშვილი