ყაზბეგმა უმასპინძლა ყველას, ვისაც ხინკალი უყვარს
მთის კვირეულისა და ხინკლის ფესტივლის ფარგლებში, ყაზბეგში, ღონისძიებები გაიმართა.
პირველად საქართველოში, ყაზბეგმა უმასპინძლა ყველას, ვისაც ხინკალი უყვარს.
ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა.
ელაის ტყის მიმდებარედ მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივი ტრადიციებით დამზადებული ნამდვილი მოხეური ხინკლისა და ადგილზე მოხარშული ცოცხალი ლუდის დაგემოვნება შეეძლოთ.
გაიმართა მრავალფეროვანი მუსიკალური აქტივობები და შემეცნებითი ტურები.
ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.