ამირან გამყრელიძე პირბადის გამოყენების რეკომენდაციას იძლევა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძესა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ ნუნუ ღუდუშაურს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ყაზბეგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, პერსონალის პროფესიულ უნარებსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ყაზბეგის რაიონს, ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადაეცა.
ამირან გამყრელიძე მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდსიტუაციას გაეცნო, იმსჯელა კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებისა და ვაქცინაციის გააქტიურების შესახებ. ასევე, რეკომენდაცია გასცა, დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით.