თამაზ ალიბეგაშვილი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს ვადების დაცვისა და სამუშაოების დროულად შესრულებისაკენ მოუწოდებს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ თამაზ ალიბეგაშვილმა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერიაში გამართულ შეხვედრას, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე სამუშაოები და ხარვეზების აღმოფხვრის პრევენციული ღონისძიებები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ერთად მოინახულეს ობიექტები სოფლებში - გერგეტი, აჩხოტი, გარბანი და არშა. არშასა და გარბანში, შიდა საუბნო გზების მოპირკეთება, აჩხოტში - საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, გერგეტში კი, - გურამიშვილისა და ხევისბერის ქუჩებზე - სანიაღვრეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
თამაზ ალიბეგაშვილმა, კომპანიების წარმომადგენლებს, ვადების დაცვისა და სამუშაოების დროულად შესრულებისაკენ მოუწოდა.