ტარიელ ხულელიძე - მინდა, ყველას ჰქონდეს პროფესიული უნარების განვითარებისა და ღია ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მერის მოადგილე - ტარიელ ხულელიძე, ცენტრის ხელმძღვანელი - დოდო გელაშვილი და მერიის ადამიანური რესურსების მართვის სპესიალისტი - ირინა სუჯაშვილი ესწრებოდნენ.
საუბრის მთავარი თემა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისათვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას შეეხებოდა.
მხარეებმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მისი მიზანი, შრომის ბაზრის პოლიტიკის აქტიური განხორციელება და საზოგადოებრივ სამუშაოებზე, სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების ხელშეწყობაა. ასევე, განიხილეს აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობა და არსებული საჭიროებები.
ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ყაზბეგის რაიონში ძირირითადად შიდა თუ გარე ტიპის დასუფთავების, გარემოსდაცვით, სარეაბილიტაციო/სარემონტო და სატყეო სამუშაოებზე საქმდებიან. დასაქმების მსურველთა რაოდენობა კი მზარდია.
„მინდა, ყველას ჰქონდეს პროფესიული უნარების განვითარებისა და ღია ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობით, დასაქმების მსურველ ყველა ბენეფიციარს დავასაქმებთ და ეტაპობრივად, ვაკანსიების ჩამონათვალიც გაიზრდება.“ - განაცხადა ტარიელ ხულელიძემ.