ბაკურ ავსაჯანიშვილი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი პატარები მეტყველებასთან დაკავშირებულ პრობლემებს დაძლევენ

ყაზბეგის საბავშვო ბაღებში სპეციალური საჭიროების მქონე ოცზე მეტ აღსაზრდელს ლოგოპედი გაუწევს დახმარებას.

აღნიშნული თემის შესახებ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძე, ცენტრის ხელმძღვანელი ციცია ქაწაშვილი და ლოგოპედი ნათია რაზმაძე ესწრებოდნენ.

მხარეებმა ადრეულ ასაკში, ბავშვთა აზროვნების, კითხვისა და მეტყველების განვითარების პრობლემების შესახებ იმსჯელეს.

„გაჯეტების ეპოქაში ბავშვები ტექნიკასთან უფრო დიდ დროს ატარებენ, ვიდრე - ადამიანებთან. არასწორი კომუნიკაცია მეტყველების დარღვევას იწვევს.

ახალგაზრდა ლოგოპედის პრევენციული მეთოდების - სპეციალური სავარჯიშოების, თამაშებისა და დავალებების მეშვეობით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პატარები მეტყველებასთან დაკავშირებულ პრობლემებს დაძლევენ.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.