ბაკურ ავსაჯანიშვილი - დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის მხარდაჭერით, მალე და წარმატებით გადავლახავთ იმ სირთულეებს, რომელებიც „მბრძანებელმა ბუნებამ“ შეგვიქმნა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი, რამდენიმე დღეა, ადგილობრივი ხელისუფლების წარომადგენლებთან ერთად, სტიქიის შედეგებსა და სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად ეცნობა. დარიალის, ხურთისის, არშასა და გერგეტის შემდეგ, დღეს ჯუთა მოინახულა.
ღვარცოფმა ჯუთაში, სამანქანო გზის ნაწილი წაიღო და მაღალი ძაბვის ქსელის გადამცემი ბოძი წააქცია.ადიდებულმა მდინარეებმა ენერგომომარაგების სისტემა და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანეს.
„ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ანტიკრიზისული მენეჯმენტი. ადმინისტრაციულ ერთეულებში, სპეციალური წარმომადგენლებისგან, ყოველდღიურად ვისმენ პრობლემებს, რომლებიც სტიქიამ შექმნა. პირადად მოვინახულე ყველა ლოკაცია და გავეცანი საჭიროებებს. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის მხარდაჭერით, მალე და წარმატებით გადავლახავთ იმ სირთულეებს, რომელებიც „მბრძანებელმა ბუნებამ“ შეგვიქმნა. კეთილმოწყობის სამსახურისა და ენერგომომარაგების კომპანიის ეფექტური მუშაოების შედეგად, ჯუთაში, ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზები აღდგა, მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა