სპორტის განვითარების ცენტრმა ტურნირს - “ყაზბეგის თასი 2022” უმასპინძლა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრმა შვიდკაცა რაგბის თხუთმეტწლამდელთა (RUGBY U15-7s) ტურნირს - “ყაზბეგის თასი 2022” უმასპინძლა.
ჯგუფური ეტაპებისა და ფლეიოფის თამაშებს ადგილობრივებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.
კლუბებს შორის „არმია“, „ყაზბეგი“, „აია“, „წიქარა“, „ბარბაროსები“, ავჭალა“, „ვეფხვები“ და „აია 2“, ჩემპიონის ტიტული - თბილისის „არმიამ“ მოიპოვა.
ახალგაზრდა მორაგბეებს მადლობის სიგელები და თასი, ყზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა გიორგი ავსაჯანიშვილმა, ყაზბეგის რაგბის კლუბის პრეზიდენტმა ნიკო ჩქარეულმა, სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ჩქარეულმა და რაგბის კლუბის მენეჯერმა გიორგი გელაძემ გადასცეს, „არმიელებს“ გამარჯვება მიულოცეს და მომავალ, დიდ სარაგბო კარიერაში, წარმატებები უსურვეს.