ბაკურ ავსაჯანიშვილი - რაგბი უნდა გახდეს ხევის სავიზიტო ბარათი, ამის გარანტი კი - რაგბის არნახული პოპულარიზაცია, ჯანსაღი, სპორტზე შეყვარებული მომავალი თაობა იქნება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთანერთად, რაგბის კლუბ „ყაზბეგის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სარაგბო კლუბ "ყაზბეგს" სამცხე-ჯავახეთის "ტაოსთან" 30 მაისს გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვება მიულოცეს და მომდევნო მატჩებზეწარმატება უსურვეს. აღსანიშნავია, რომ კლუბმა მოპოვებული გამარჯვებით ელიტურ „დიდ ათში“ ადგილი შეინარჩუნა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის პრეზიდენტი - ნიკო ჩქარეული, მენეჯერი - გიორგიგელაძე, მთავარი მწვრთნელი - გოჩა ჩქარეული და ქართული რაგბის ლეგენდა, ვეტერანი მორაგბე - არჩილ ქავთარაშვილი.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო კლუბის სამომავლო გეგმებს, სათამაშო გამოცდილებისა დარეკომენდაციების გაზიარებას, ბავშვთა რაგბსა და რაგბის საბავშვო ფესტივალებს. მერმა რ/კ„ყაზბეგის“ წარმომადგენლობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
„ბორჯღალოსნებს, მწვრთნელებს, გულშემატკივარს, ყველას გილოცავთ დაძაბულ ორთაბრძოლაშიმოპოვებულ ღირსეულ გამარჯვებას, მადლობა! თქვენთან ერთად ზეიმობს მთელი ხევი. რაგბი ჩვენიეროვნული თამაშია. თავდაუზოგავი ფიზიკური ბძოლა განსაკუთრებული სანახაობაა, რომელსაცადვილად იზიარებს გულშემატკივარი.
სპორტის უმთავრესი მისია ჯანსაღი თაობის აღზრდაა. ჩვენი ბიჭები საამაყოები არიან მთელისაქართველოსთვის და მისაბაძი - პატარებისათვის. რაგბი უნდა გახდეს ხევის სავიზიტო ბარათი, ამის გარანტი კი - რაგბის არნახული პოპულარიზაცია, ჯანსაღი, სპორტზე შეყვარებული მომავალითაობა იქნება.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა