თამაზ ალიბეგაშვილი - წლის ბოლოს, სრულად აღმოიფხვრება პრობლემები, რომლებიც უგზოობასთანაა დაკავშრებული



ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი, "ბიზნეს პარტნიორს" ესაუბრა.
უცვლელად გთავაზობთ ინტერვიუს. 
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ყაზბეგის მერის მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ჯამში გზების მშენებლობა/რეაბილიტაციაზე 5.7 მლნ-მდე ლარი დაიხარჯება. აქედან, 2 მლნ ლარამდე ადგილობრივი ბიუჯეტის წილია, ხოლო დანარჩენი რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდიდან დაფინანსდება. პროექტი, რომელიც 2021 წელს დაიწყო და 2022 წლის ბოლოს დასრულდება,გულისხმობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის შიდა გზის მოწესრიგება/მოასფალტებას.

 „ტურისტულ ადგილებში მისასვლელი გზები და შიდა ინფრასტრუქტურა არამარტო ყაზბეგში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი გამოწვევა იყო. გზების რეაბილიტაციის შედეგად 100%-ით იქნება ის მიზნები მიღწეული, რომელიც  ყაზბეგის მუნიციპალიტეტს წლის დასაწყისში დაგეგმილი გვქონდა. შედეგად, წლის ბოლოს სრულად აღმოიფხვრება ის პრობლემები, რომელიც უგზოობასთანაა დაკავშრებული,“- აცხადებს ალიბეგაშვილი.  

მისივე განცხადებით, გარდა ამისა, დაბა სტეფანწმინდის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება როგორც მუნიციპალურ შენობა-ნაგეგობას, ისე 16 ობიექტს (ამაში შედის როგორც საცხოვრებელი შენობები, ისე სავაჭრო ობიექტები).

https://business-partner.ge/sazogadoeba/meris-moadgile-qazbegshi-gzebis-reabilitatsia-2022-tsels-dasruldeba?fbclid=IwAR2wwt9DGxyow4PVixMpmrkObCzG9kU_INg19SBFWCJDUpHNU_9YYsbctLE