მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყაზბეგის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრში, ღონისძიება „მუზეუმების ძალა“ გაიმართა
18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
თარიღთან დაკავშირებით, ყაზბეგში, მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრისა და სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის ერთობლივი ღონისძიება „მუზეუმების ძალა“ გაიმართა.
ღონისძიება, სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმად წოდებული, ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ერთ-ერთი დამფუძნებლის, 35 წლის განმავლობაში უცვლელი ხელმძღვანელის სტეფანე ალიბეგაშვილის ღვაწლის წარმოჩენას მიეძღვნა. მისი როლი მუზეუმის განვითარებისა და კოლექციების შექმნის პროცესში განსაკუთრებულია.
ღონისძიების ფარგლებში, კულტურის ცენტრში, ფოლკლორულ ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ „დიდებაის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ასევე, სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის ფოტოკოლექციიდან მოეწყო ფოტოგამოფენა „ძველი ხევი“.
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილთან ერთად დაესწრო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას მუზეუმების საერთაშორისო დღე მიულოცეს, წარმოდგენილი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.