სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილებაა
სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილებაა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად
მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში,
ცვლილებები შევიდა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 28 იანვრის №2 და 2022 წლის 29 აპრილის №10 დადგენილებებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებზე, მერიის ბიუჯეტიდან, ყოველთვიურად 400 ლარი გაიცემა. ჰემოდიალეზზე მყოფი პაციენტები კი, 200-ის ნაცვლად, 400 ლარს მიიღებენ.
აღნიშნული საკითხი, ბაკურ ავსაჯანიშვილთან ერთად, მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძემ, საფინანსო, იურიდიული, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სამსახურების უფროსებმა განიხილეს.