ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან, ბოლო სამი თვის განმავლობაში, სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვაზე 150 592,50 ლარი გაიხარჯა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ანგარიში.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან, ბოლო სამი თვის განმავლობაში, სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვაზე 150 592,50 ლარი გაიხარჯა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, მედიკამენტებზე, ოპერაციებსა და გამოკვლევებზე, მრავალშვილიან და ახალშობილთა ოჯახების, შშმ პირების, ხანდაზმულების, ოქროს მედალოსან მოსწავლეთა და სტუდენტების 274 განცხადება განიხილა და ყველა მათგანი მოქალაქეთა სასარგებლოდ დააკმაყოფილა.