ბაკურ ავსაჯანიშვილი - ღვთისთვის სათნო, სიყვარულით სავსე, სწორად ცხოვრება მინდა ვისურვო

ქრისტე აღდგა! 

“გილოცავთ აღდგომას, სიკვდილსა და ცოდვაზე გამარჯვების ბრწყინვალე დღესასწაულს! ვიცით, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ღვთის ნებაზეა დამოკიდებული, სწორად ცხოვრება კი - ჩვენზე. თუმცა, პირველ რიგში, მაინც ჯანმრთელ და ხანიერ სიცოცხლეს ვუსურვებთ ხოლმე ერთმანეთს. დღეს მე, თითოეული ჩვენგანისათვის, ღვთისთვის სათნო, სიყვარულით სავსე, სწორად ცხოვრება მინდა ვისურვო. ღმერთმა ინებოს, ღირსეულად გავიაროთ ჩვენი ცხოვრების გოლგოთა, საყოველთაო აღდგომის დღეს კი - განგვეცხადოს მაცხოვარი და გვესმას მისი სიტყვები: ,,მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სამყაროს შექმნიდან თქვენთვის განმზადებული სასუფეველი“ (მთ.25,34).

გილოცავთ! ქრისტე აღდგა! სიკვდილი შეიმუსრა! უფალი მეფობს!“ - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.