თამაზ ალიბეგაშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განიხილა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სოფლებში მერის სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მერის პირველმა მოადგილემ ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განიხილა.
საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და მათი კრიტერიუმების დამტკიცება, სოფლების საჭიროებები და მათთან დაკავშირებული სამუშაოების შესყიდვა.
თამაზ ალიბეგაშვილმა მერის სპეციალურ წარმომადგენლებს, საინფორმაციო კამპანიის წარმოება დაავალა, რომლის მეშვეობითაც, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ინტენსიური შეხვედრები გაიმართება.
„ჩვენ მოვალენი ვართ, მხარი დავუჭიროთ მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელებაში.
იმ სამუშაოებში რომლებსაც ერთად დავგეგმავთ, შეეხება შიდა სასოფლო გზებს, შეუღობავ ტერიტორიებს, წყაროებსა თუ სკვერების მოპირკეთებას, მაქსიმალურად ვეცადოთ, შესაბამისი სოფლის მოსახლეობა დასაქმდეს. საერთო ინტერესების გათვალისწინებით, შეგვიძლია, რამდენიმე სოფლისათვის გამოყოფილი თანხები გავაერთიანოთ და ასე გადავჭრათ წყალსადენის, სათავო ნაგებობის ან სარწყავი სისტემის გაწმენდა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები.“ - განაცხადა თამაზ ალიბეგაშვილმა.