ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მოადგილეებთან - თამაზ ალიბეგაშვილთან და ტარიელ ხულელიძესთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
„უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად, 9 აპრილი ბოროტების იმპერიაზე გამარჯვებისა და ქართველი ერის ერთიანობის დღეა. ჩვენმა გმირმა თანამემამულეებმა მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი საბჭოთა კავშირის კონტროლს არ შეეგუებოდა.ჩვენ, სიმბოლურად, ყვავილებით შევამკეთ დაღუპული გმირების მემორიალი, ნიშნად იმისა, რომ გვახსოვს გმირები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში, საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს.
ჩვენი გადარჩენა ერთიანობასა და სამშობლოს სიყვარულშია.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.