ტარიელ ხულელიძემ ადგილობრივი ა(ა)იპ-ებისა და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძემ ადგილობრივი ა(ა)იპ-ებისა და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
მერის მოადგილემ განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებთან სხვადასხვა საკითხი განიხილა. მათ შორის, საუბარი შეეხო პანდემიას, ჯანმრთელობის დაცვას, სოციალურ სფეროს, განათლებას, კულტურას, ახალგაზრდულ საკითხებს, ზედამხედველობას, ბიუჯეტსა და საჯარო აღრიცხვის მიმართულებას.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ეფექტური და აქტიური თანამშრომლობისათვის. თქვენი უშუალო მონაწილეობით, ბოლო წლებში, ჩვენი რაიონისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინიციატივები წარმოიშვა და გატარდა რეფორმები, რომლებიც მუნიციპალური სერვისების შეუფერხებლად მუშაობას გულისხმობს.
ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ ხალხის წინაშე, ვიმსჯელოთ, რამდენად სწორად განისაზღვრება ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკა და რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობით მიღებული სარგებელი საბიუჯეტო დანახარჯს.
მოგიწოდებთ, ყოველი დავალება, კანონით გათვალისწინებული ვადების ფარგლებში შეასრულოთ. ნუ შეგეშინდებათ, გადადგით ქმედითი ნაბიჯები თვითმმართველობების გასაძლიერებლად და იფიქრეთ, როგორ შეგვიძლია გავაჩინოთ დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.“ -
განაცხადა ტარიელ ხულელიძემ და შეხვედრის მონაწილეებს კოორდინირებული მუშაობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.