ბაკურ ავსაჯანიშვილი დედაენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად, ღონისძიებაში რამდენიმე სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ასევე, გაიმართა კონკურსი - საუკეთესო კედლის გაზეთი და კალიგრაფი. მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ ენაზე მხატვრული ლიტერატურისა და პოეზიის საუკეთესო ნიმუშების თეატრალური სცენები წარადგინეს. ისაუბრეს ქართული დამწერლობისა და ენის მნიშვნელობაზე მსოფლიო ხალხების ენებსა და ლიტერატურაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი - ბაკურ ავსაჯანიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ბართლომე პაპიაშვილი.