ბაკურ ავსაჯანიშვილი მოსახლეობას ხარების დღესასწაულს ულოცავს

ხარების დღესასწაულს გილოცავთ! 🕊

გადმოცემის თანახმად, ერთხელ როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შუაღამიანი ლოცვა აღასრულა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები - “ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს, ეწოდება მას ემმანუელ, რაც თარგამანებით ნიშნავს - ჩვენთან არს ღმერთი“ წარმოსთქვა, ამ ქალწულის მიმართ, საოცარი სიყვარული იგრძნო და ღრმად ჩაფიქრდა.
მთელი გულით ევედრებოდა ღმერთს, მიენიჭებინა მისთვის ბედნიერება და ღვთისმშობლის უკანასკნელ მოახლედ დაედგინა. სწორედ მაშინ, მარიამი უჩვეულო ნათელმა მოიცვა და გაისმა მთავარანგელოზ გაბრიელის ხმა: „გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა და აჰა ესერა შენ მუცლად იღო და ჰშუა ძეჲ და უწოდო მას იესო”.

„ყველას გილოცავთ ხარებას, გაგახაროთ დედა ღვთისმშობელმა! სიმართლის მზეა ქალწული მარიამი, რომელიც ბნელში მყოფ კაცობრიობას, ევას ცოდვების მხსნელად გამოუბრწყინდა. ხშირად მსმენია ჩვენი უწმინდესი პატრიარქისგან, ხარება იმდენად დიდი დღესასწაულია, ჩიტიც კი, ბუდეს არ იკეთებს ამ დღესო. ღმერთმა ინებოს, აღდგომა სიხარულის გაგვითენდეს ჩვენ და დიდ განსაცდელში მყოფ დანარჩენ მსოფლიოს.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.