ბაკურ ავსაჯანიშვილმა დაბის უხუცეს ქალბატონს ქალთა დღე მიულოცა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, პირველ მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილთან ერთად, დაბის უხუცეს ქალბატონს ქალთა დღე მიულოცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 105 წლის თამარ ტუჩაშვილს სოფელ ხურთისში ესტუმრნენ და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. „დღეს ჩვენ, პირველ რიგში, პატივს ვცემთ სიბერეს, იმას, რაც თითოეული ჩვენგანის მომავალია. ქალბატონი თამარი, თავისი ასაკით, ბედნიერების სიმბოლოა ჩემთვის, ბედნიერება ხომ არ სცნობს სიბერეს. მასთან ერთად, ყველა მოხევე ქალს მოგილოცავთ რვა მარტს. ჯანსუღ ჩარკვიანი წერდა, „მარტი მარტო პოეტის და მარტი მარტო მხატვრისო“, პოეტებსა და მხატვრებთან ერთად, აჭრილი კარტივით ლამაზი მარტი, თავისი სილამაზითა და სიგიჟით ყოველი თქვენგანისაა. გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენივე მსგავს ლამაზ სიცოცხლეს. ღმერთმა ყოველი თქვენგანი ჯანმრთელი დააბეროს.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.