ბაკურ ავსაჯანიშვილი მოსახლეობას ნინოობის დღესასწაულს ულოცავს

გილოცავთ უდიდეს ეროვნულ დღესასწაულს ნინოობას! მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებლი წმინდა ნინო შეეწიოს ხევსა და სრულიად საქართველოს! წმიდა ნინოს შემოსვლა ქართლში, - ეს იყო გვირგვინი ღვთის საოცარი მოწყალებისა, მადლი, რომელიც მოეფინა მთელ საქართველოს.
ჩვენი ქვეყანა, მრავალი მადლითაა დაჯილდოებული. საეკლესიო ისტორიიდან ვიცით, რომ წმიდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი, წინამორბედი იყო მაცხოვრის კვართისა. საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, ჩვენთან იქადაგეს წმიდა მოციქულებმა და ბოლოს, წმიდა ნინომ.
წმიდა ნინო იყო და დღესაც არის გამგრძელებელი წმიდა მოციქულთა ქადაგებისა, მფარველი ჩვენი ერისა და სარწმუნოების!