ბაკურ ავსაჯანიშვილი გუდაურში “რედკო დეველოპმენტის” პროექტ “ახალი გუდაურის” მორიგი ეტაპის გაიხსნას დაესწრო

გუდაურში “რედკო დეველოპმენტის” პროექტ “ახალი გუდაურის” მორიგი ეტაპი გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში, 7 აპარტოტელის მშენებლობა დასრულდა, რომლის ჯამური ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტ „ახალი გუდაურის“ მორიგი ეტაპის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, როდესაც ტურიზმის აღდგენასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ამ მიღწევებში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისეთი მასშტაბური პროექტების ზეგავლენა, უდიდესი წვლილი და შენატანი, როგორიც გუდაურში, „რედკო დეველოპმენტის“ მიმდინარე პროექტია.

“კომპანიამ დაასრულა სამუშაოები და შექმნა 150 მუდმივი სამუშაო ადგილი, სადაც დასაქმებულების უდიდესი უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ აპარტოტელების ჩათვლით, უკვე 5000 ახალი ოთახია შექმნილი , 2025 წლის ბოლოსკენ კი, როდესაც პროექტის სრულად დასრულდება, ეს ციფრი გაორმაგდება და კომპლექსი მოიცავს 10 000 ნომერს, რომელიც უმასპინძლებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ტურისტებს,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პროექტ „ახალი გუდაურის“ მორიგი ეტაპის გახსნის ცერემონიას, ასევე ესწრებოდნენ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი და მერის პირველი მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი.

“ბოლო რამდენიმე წელი, პანდემიის გამო, განსაკუთრებულად რთულია მთელი მსოფლიოსთვის. გილოცავთ და ძალიან მიხარია, რომ “რედკო ჯგუფმა”, გუდაურის განვითარების საქმეში, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება შეძლო. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მასშტაბის პროექტებითა და ინფრასტრუქტურის განვითარებით, მალე გუდაური ოთხივე სეზონის კურორტი გახდება.” - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 7 ახალი აპარტოტელი - Neo, Alpic და 4 Seasons Gudauri თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა. ახალი აპარტოტელები პროექტის - „ახალი გუდაურის“ ნაწილია და პრემიუმ კლასის 852 აპარტამენტს აერთიანებს. ჯამური ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს, პროექტ „ახალი გუდაურის“ საერთო ინვესტიცია კი 200 მილიონი ლარია.